მოითხოვე ზარი
დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია
,,პრემიერ მოტორსი“ 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ საქართველოს საავტომობილო, სამშენებლო და სამრეწველო ტექნიკის ბაზარზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა.
კომპანია არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი პრემიუმ ბრენდის, Volvo Trucks-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
დღეს „პრემიერ მოტორსი“ წარმოადგენს არაერთ საერთაშორისო ბრენდს, მათ შორის: Volvo Penta, Dongfeng, Baoli, Kalmar, LGMG, King Long, HIAB და სხვა. ასევე, არის Schmitz-ის ავტორიზებული სერვის პარტნიორტი საქართველოში.
კომპანია ოპერირებს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში და მომხმარებლებს თბილისში და სამტრედიაში – სრულყოფილ მომსახურებას სთავაზობს. მომსახურების მიღება შესაძლებელია ასევე, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ქალაქსა თუ რეგიონში.
„პრემიერ მოტორსის“ მთავარი მიზანია მომხმარებლებს შესთავაზოს მაღალი ხარისხის პროდუქცია, თანამედროვე ტექნოლოგიები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება, რაც მათ საქმიანობაში საიმედო და გრძელვადიან პარტნიორად აქცევს.
Volvo Trucks – პრემიუმ ხარისხის ახალი და მეორადი სატვირთო ავტომობილები.
ბრენდი გლობალურ ბაზარზე მყარად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას როგორც წარმოებით, ასევე გაყიდვებით. ვოლვო ქმნის მაღალ ხარისხს, რაც მძღოლების და მომხმარებლების უსაფრთხოების გარანტიაა.
ყველაზე მოთხოვნად მოდელებს შორისაა: Volvo FH — მაგისტრალური და საერთაშორისო გადაზიდვების უდავო ლიდერი,


DongFeng – Dongfeng გთავაზობთ საიმედო, ეკონომიურ და ბიუჯეტურ კომერციულ ავტოტექნიკას ნებისმიერი მასშტაბის ბიზნესისთვის.
ბრენდის ასორტიმენტი მოიცავს სამშენებლო თვითმცლელებს, ბეტონმზიდებს (მიქსერებს), ამწე–მანიპულატორიან სატვირთოებს.
მოთხოვნადი მოდელები:

Baoli – მრავალმხრივი ელექტრო და დიზელის ჩანგლიანი დამტვირთველები, მექანიკური და ელექტრო ურიკები, რომლებიც იდეალურია საწყობებისა და სამრეწველო გამოყენებისთვის. მოთხოვნადი 3 მოდელი: შტაბელერი KBS 12, ელექტრო ჩანგიანი დამტვირთველი KBE სერია და დიზელის ჩანგლიანი დამტვირთველი KBD სერია.

Kalmar – პორტისა და სამრეწველო აღჭურვილობის წამყვანი ევროპული მიმწოდებელი, რომელიც გთავაზობთ უახლეს გადაწყვეტილებებს მძიმე სამუშაოებისთვის. მოთხოვნადი 3 მოდელი:

Hiab – პრემიუმ ბრენდი, რომელიც სპეციალიზირებულია სატვირთო მანქანებზე დასამონტაჟებელ ამწეებსა (მანიპულატორებსა) და სტეკერებზე, ცნობილია თავისი ხარისხითა და ინოვაციებით. მოთხოვნადი 3 მოდელი:

King Long – ჩინეთის ბაზრის ლიდერი ელექტრო და დიზელის ავტობუსებში, რომელიც გთავაზობთ ეფექტიან და მდგრად სატრანსპორტო გადაწყვეტილებებს.მოთხოვნადი მოდელი: K12

LGMG – სამშენებლო და სამრეწველო ტექნიკის წამყვანი მწარმოებელი, რომელიც სპეციალიზებულია სიმაღლეზე სამუშაო პლატფორმების, ტელესკოპური დამტვირთველებისა და სხვა მძიმე ტექნიკის წარმოებაში. მოთხოვნადი 3 მოდელი:
პრემიერ მოტორსი“ მომხმარებელს სთავაზობს საიმედო საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას, რაც ჩვენი ერთ–ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობაა.
ჩვენი სერვისი აერთიანებს:
ჩვენი სპეციალისტები რეგულარულად გადიან საერთაშორისო ტრენინგებს და მუდმივად აუმჯობესებენ ცოდნასა და ტექნიკურ კვალიფიკაციას, რათა მომხმარებელს უმაღლესი სტანდარტის მომსახურება შევთავაზოთ.